ანა | თარიღი: ხუთშაბათი, 2009-04-02, 7:00 PM | შეტყობინება # 1 |
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 70
სტატუსი: Offline
| იცით როგორი მდიდარი მინდა ვიყო? სასტიკად... აი, თქვენ რომ გინდათ სუყველას ერთად, იმაზე ორჯერ უფრო მდიდარი... საქართველოს პრეზიდენტზე ბევრს ვიმოგზაურებ, მაგაზე მეტი ნაშები მეყოლება და მაგაზე მეტ ცხვირსახოცებსაც შევიძენ... ქუჩაში მათხოვრებს სპეციალურად ჩემთვის გამოშვებულ 252 დოლარიანებს ჩამოვურიგებ... მაკდონალდსში 115 ბიგმაკს ვიყიდი, მარტო ორს შევჭამ და დანარჩენს იმ ნაგვის ყუთში ჩავყრი, `გმადლობთ` რომ აწერია... იტალიის თასის ფინალზე იუვე მილანის თამაშის დროს მოედანზე ჩავალ და პენლის დასარტყმელად გამზადებულ დელ-პიეროს ბუცს გამოვართმევ... ანტარქტიდაში შვიდ სართულიან ბაითს ავიშენებ და პინგვინებისთვის საბავშვო ბაღს გავხსნი... მინდა რომ ჩემ ტუალეტში ბრიტანეთის დედოდლის გვირგვინი გაიჭედოს... გალაკტიონის ათტომეულს გამოვუშვებ ჩინურად... ამსტერდამში Red Light District ჩემი სახელობის გახდება... მინდა გლდანში ვიყიდო ბინა... არა, არა, გლდანი ვიყიდო მთლიანად. გლდეინი დავარქვა და ყველა სახლში ყავა მოდიოდეს ონკანებიდან... შეყვარებულთან ერთად რომანტიკულ საღამოს გავატარებ ეიფელის კოშკზე. ერთ ბოთლ ასიათას დოლარიან ღვინოს დავლევ, მეორეს თავზე გადავისხამ, მერე კი - პამელა, მიყვარხარ სიხარულო-თქო, ვეტყვი შეყვარებულს და მის დიდთავებიან ბორცვებზე ჩამეძინება ტკბილად და სექსუალურად... სააკაძის ძეგლის მაგივრად, ჯეკი ჩანის ძეგლს დავადგმევინებ და მოედანს ჯეკი ჩანის მოედანს ვუწოდებ... ბილ გეითსს თავში წამოვარტყამ და - ვაი, ვაი, შე მათხოვარო-თქო დავაყოლებ თან... ოსამა ბენ-ლადენს, რომლის დაჭერაშიც 50 მილიონს იძლევიან, დავიჭერ, კოკა-კოლას დავალევინებ და გავუშვებ... არგოს ბარში სამოც თეთრიან ლუდთან ერთად ორ პორცია დინოზავრის ნეკნებს შევუკევთავ... ჯენიფერ ლოპესს ვუყვირებ, აღარ დამირეკო შე ბოზო, აღარ მევასები-თქო... მინდა ყველაზე სერიოზულმა და მაგარმა ლიტერატორებმა შეადგინონ კრებული `მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო მოთხრობა.` გამოვიდეს ათას მილიონიანი ტირაჟით და სამ დღეში გაიყიდოს. თან ათივე მოთხრობა ჩემი იყოს... ულვაშებს არ მოვუშვებ და თმებს არ გადავიპარსავ, არ მინდა მეფე ვიყო, მაგრამ ვინმე ლამაზი ინგილო ქალი ხიდან ქლიავს თუ მესვრის, არ მეწყინება... ბრედ პიტი ბოტასებს გამომართმევს, საცოლეს უნდა შევხვდე საღამოს და მათხოვე ძმურადო... მამას დაბადების დღეზე ქართლის დედას მივუტან საჩუქრად... მინდა ვიყო ის, რაც ვარ, მაგრამ არ დავლიო სპრაიტი... ბადრის გავუბრაზდები, პატარკაციშვილს, ამ დილით ფეხსაცმელები ესე ცუდად რატო გამიწმინდე-თქო... ჩემზე გადაღებული ფილმი 17 ოსკარს მიიღებს... - ბელა დეიდა, ლობიანზე ათი თეთრი მაკლდება და საღამოს ჩამოგიტან რა... ჯორჯ ბუში პატივისცემის მიზნით თავის ცოლს და ქალიშვილს შემომთავაზებს თითო-თითო ღამით და მეც, რა თქმა უნდა, უარს ვეტყვი. ანდა არა, რა პრობლემაა, რატო ვუთხრა უარი... არ ვაწყენინებ, დიდი კაცია მაინც...
W I T H O U T S I G N A T U R E
|
|
| |