სამშაბათი, 2024-05-14, 12:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

www.geomath.do.am

Blog

მთავარი » 2008 » სექტემბერი » 28 » რენე დეკარტი
რენე დეკარტი
10:55 PM
რენე დეკარტი (René Descartes); (დ. 31 მარტი, 1596, ლაე (ტურენი) ― გ. 11 თებერვალი, 1650, სტოკჰოლმი), ასევე ცნობილი როგორც კარტესიუსი — ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი. სოყოველთაოდ აღიარებული, როგორც თანამედროვე ფილოსფიის ფუძემდებელი და „თანამედროვე მათემატიკის მამა“. დეკარტმა შექმნა ანალიზური გეომეტრიის საფუძვლები, შემოიღო ცვლადი სიდიდის ცნება, დაამუშავა კოორდინატთა მეთოდი და აგრეთვე, დაამყარა კავშირი ალგებრასა და გეომეტრიას შორის.      
 

რენე დეკარტე დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ლაეში 1596 წელს. მისი ლათინიზირებული სახელია რენატუს კარტეზიუსი. მომავალ მათემატიკოსს, ფიზიკოსსა და ფიზიოლოგს ლოგიკური მსჯელობისადმი სიყვარულის გამო ჯერ კიდევ ბავშვობიდან შეარქვეს პატარა ფილოსოსფოსი. 1604-12 წლებში სწავლობდა ლა ფლეშის სკოლაში. იგი სწრაფად და იოლად ასრულებდა საშინაო დავალებებს ყველა საგანში, განსაკუთრებით კი მათემატიკა უყვარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქალაქ პუატიეს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

ახალგაზრდა დეკარტე გატაცებით ეუფლებოდა მეცნიერების საფუძვლებს და თანაც წარმატებით. მისი ინტერესები მხოლოდ მათემატიკით არ შემოიფარგლებოდა. აინტერესებდა მექანიკა, ოპტიკა, ბიოლოგია, ფილოსოფია. ამ დროს დეკარტე უკვე პარიზში ცხოვრობდა. ზოგჯერ საქმე პარიზის ქუჩებში დუელამდეც მიდიოდა; ეს იყო მუშკეტერების დაუვიწყარი ეპოქა, რომელსაც ასე კარგად ვიცნობთ ა. დიუმას სამი მუშკეტერის წყალობით.

1618 წელს რენე დეკარტე მოხალისე მუშკეტერად ჩაეწერა ესპანეთის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში, მაგრამ ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია. სანამ მოხალისე მუშკეტერების არმია ქალაქ ბრედში იდგა, უსაქმურობისაგან გაბრაზებული ახალგაზრდა მეცნიერები იმით ერთობოდნენ, რომ თავსატეხ ამოცანებს იგონებდნენ, ქალაქის ქუჩებში აკრავდნენ და ყველას იწვევდნენ მათ ამოსახსნელად. ასეთ შეჯიბრებებში რენე დეკარტეც მონაწილეობდა და ამ გზით მალე გაეცნო ადგილობრივ მეცნიერებს. ერთხელ, ეს იყო 1619 წლის 10 ნოემბერი, შთაგონების წუთებში მეცნიერს მოეჩვენა, რომ აღმოაჩინა უნივერსალური მეთოდი_ კოორდინატთა მეთოდი. ამ აღმოჩენამ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, 1621 წელს დეკარტმა არმიაში სამსახური მიატოვა და მთელი სიცოცხლე მხოლოდ მათემატიკის პრობლემებზე მუშაობას მიუძღვნა.

სახელგანთქმული ფრანგი სწავლული შვედეთის დედოფალმა მიიწვია, რომელსაც სურდა მისი ხელმძღვანელობით მეცნიერებას დაუფლებოდა გარდა ამისა, იგი შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის შექმნასაც აპირებდა და ამ საქმეში დეკარტის დახმარების იმედი ჰქონდა. დეკარტი 1629-49 წლებში ცხოვრობდა სტოკჰოლმში, სადაც 1649 წელს დასტამბული გეომეტრია გამოსცა.

კატეგორია: ცნობილი მატემატიკოსები | ნანახია: 1909 | დაამატა: ანა | რეიტინგი: 4.0/4 |
სულ კომენტარი: 0
საიტის მენიუ
დღიურის განყოფილებები
ჭადრაკი [2]
ცნობილი მატემატიკოსები [12]
ფორმულები [4]
თეორემები [2]
არქივი [11]
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ online: 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0
Copyright MyCorp © 2024