სამშაბათი, 2024-05-14, 3:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

www.geomath.do.am

Blog

მთავარი » 2008 » სექტემბერი » 28 » ნილს აბელი
ნილს აბელი
1:55 PM
ნილს აბელი
ნილს აბელი

ნილს ჰენრიკ აბელი (* 5 აგვისტო, 1802, სტავანგერის მახლობლად ― † 6 აპრილი, 1829, არენდალის მახლობლად), ნორვეგიელი მათემატიკოსი.


აბელის შრომებმა დიდი გავლენა იქონია მათემატიკის საერთო განვითარებაზე. მათ საფუძველზე შეიქმნა ახალი მათემატიკური დისციპლინები: გალუას თეორია, ალგებრული ფუნქციების თეორია და სხვ. აბელმა დაამტკიცა (1824) ოთხზე მაღალი ხარისხის ზოგადი ალგებრული განტოლების ამოუხსნადობა რადიკალებში. ინტეგრალურ აღრიცხვაში უჩვენა ისეთი ფუნქციების არსებობა, რომელთა ინტეგრირება ელემენტარულ ფუნქციებში არ ხერხდება, მათ ინტეგრირებას მივყავართ ახალ ტრანსცენდენტურ ფუნქციებამდე. ამ გამოკვლევებმა აბელი მიიყვანა ელიფსური ფუნქციების და ჰიპერელიფსური ფუნქციების აღმოჩენამდე. აბელმა გამოიკვლია ინტეგრალები, რომლებიც ამჟამად მის სახელს ატარებს. აქვს მნიშვნელოვანი შრომები მწკვრივთა თეორიაში. ცნობილია აბელის იგივეობა, აბელის უტოლობა, აბელის პრობლემა, აბელის განტოლება, აბელის ჯგუფი, აბელის თეორემები.

კატეგორია: ცნობილი მატემატიკოსები | ნანახია: 1554 | დაამატა: ანა | რეიტინგი: 3.5/2 |
სულ კომენტარი: 0
საიტის მენიუ
დღიურის განყოფილებები
ჭადრაკი [2]
ცნობილი მატემატიკოსები [12]
ფორმულები [4]
თეორემები [2]
არქივი [11]
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ online: 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0
Copyright MyCorp © 2024