სამშაბათი, 2024-05-14, 5:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

www.geomath.do.am

ძარცვა ქართულად - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Flame » ლიტერატურა » ძარცვა ქართულად (ნიკუშა ანთაძე)
ძარცვა ქართულად
ანათარიღი: ხუთშაბათი, 2009-04-02, 7:04 PM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 70
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პირველს აკლდა ოცი წუთი. ფანჯრიდან მთვარემ სასტუმრო ოთახში ჩამოკიდებულ სარკესა და თხელმინიან ჩარჩოებში ჩასმულ პორტრეტებს გადაურბინა. სარკის ქვეშ, ტახტზე, ჭაღარაშერეული ნოდარი ბიძია იწვა და ღრმად ეძინა.

ამ დროს რვა სართულიანი სახლის პირველ სადარბაზოს დუდექსა და ეკე მოადგნენ. ერეკლე, მეგობრებში კი უფრო ეკე, აქაურია, დუდექსა კი მისი ძმაკაცი, პლატოელი. ჯერ ოციც არ შესრულებია არცერთს.
_ ჩემ გარაჟში დავაწყობთ რა და მერე რო მოვრჩებით, აჩოსთან გადავიტანთ.
_ პადიეზდში შუქი არ არის ხო?
_ არა. მეორე სართული, მაგათი, ვაბშე ჩაბნელებულია.
_ ფანრები გვაქ.
_ დანა?
_ კი. და მე ნიღბებიც წამოვიღე.
_ რა ჯანდაბად გვინდა?
_ რამე გაუთვალისწინებელი რო მოხდეს.
_ აუ ესეთ საშინელ სიჩუმეზე მაკანკალებს, ტო.
_ შიში ოხერია.
_ არა რა შიში. რისი უნდა მეშინოდეს?
_ მაინც. აი წარმოიდგინე უცებ რო დაგვადგეს ვინმე.
_ ნუ ახურებ.
_ მაგათი შვილი რამდენისაა?
_ 16. ელენკა, მაგარი ნაშაა.
_ მეგობრობთ?
_ საკაიფოდ. შანსი არაა, ჩემზე ეჭვს არ აიღებენ.
_ მათხოვე დანა.
_ დროზე ქენი რა, მეზობლებმა არ დაგვწვან.
_ მაიცა, ეხლავე. სახში ჩემი ოთახის კარებზე ვამუღამებდი.
_ მერე ეს და ოთახის კარი ერთია?!
_ ვსო, ჩაიფიქრე, პირველად ვტეხავთ სახლს.
_ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.
_ ხმამაღლა ნუ ამბობ, არ აგიხდება.
_ დავაი რა!
_ ჰა, ღიაა.
_ მიაწექი.
_ შენ შეაღე.
_ აუ რას ჭრიალებს!
_ შიგნიდან ჩავკეტოთ.
_ ხო. ჯერ ყველაფერი ერთად მოვაგროვოთ, აქ, შემოსასვლელში, რაც მიგვაქ და მერე ნელ-ნელა წავიღებთ.
_ შენ ხო იცი სად რა დევს?
_ დაახლოებით.
_ მითხარი.
_ ელენკას ოთახით დავიწყოთ.
_ ე, იქეთ რა ხდება? შუქი ანთია?!
_ იქეთ სამზარეულოა და აბაზანა. შუქი ალბათ ტუალეტში დარჩათ. აი პირდაპირ არის სასტუმრო ოთახი.
_ კარი როა მოხურული?
_ ხო. და იქეთ კიდე ლოჯი და საძინებელია.
_ შემო აქ.
_ კარადები და უჯრები ნახე. ექნება რამე ბეჭდები, საყურეები, ოქრო. მე კომპუტერს მივხედავ.
_ ოთხია?
_ დაჟე გაძლიერებული.
_ ასწორებს. ოღონდ ფრთხილად ქენი, რამე არ გააფუჭო.
_ ნუ მასწავლი რა.
_ ჩვენ ბოდიშით.
_ ჩაიჯვი! ე, რა გაცინებს?!
_ ამას შეხედე.
_ რა არი?
_ რა თქვი რამდენი წლისაა ელენკაო?
_ აუ ჩემი, ვიბრატორი.
_ ეგ გოგო უნდა გავიცნო მერე უეჭველად.
_ კუს ტბიდან არ დაგანახებს.
_ გაიტანე ეხლა ეგ შემოსასვლელში. დინამიკები ზედ დაადე.
_ კაი. პახოდუ მოვფსავ და იქ შუქსაც ჩავაქრობ.
_ მე დიდ ოთახში შევაჭრი.
დუდექსამ ჯიბეში კიდევ რამდენიმე ბეჭედი ჩაიყარა და სასტუმრო ოთახისკენ აიღო გეზი, ეკემ კი ჯერ ჩაურეცხავ ტუალეტს შეხედა ალმაცერად, მერე კი სამზარეულოში, მაგიდაზე გაურეცხავ თეფშს მოკრა თვალი და მიხვდა რომ რაღაც ვერ იყო რიგზე.
_ დუდექს, _ გამობრუნდა და ხედავს მისი ძმაკაცი გაშტერებული დგას ტახტთან, რომელზეც... ვიღაც წევს!
_ ვინაა ეს, შე სირო! _ შეაჯანჯღარა დუდექსამ.
_ ვაი, ნოდარი ბიძია.
_ შეგეცით ორივეს! ვინაა?
_ ელენკას ბიძაა.
_ მერე აქ რა უნდა?!
_ რა ვიცი მე!
_ არ იცი კი არა!.. ფუ, სირი ხარ! მარა მეც როგორ გამოგყევი...
_ რა გინდა, ჩემ თავზე ვიღებ, _ ეკემ მაგიდაზე, საერთოდ საკამფეტე, ახლა კი ცარიელ, მოზდილ ბროლის ვაზას დაავლო ხელი, _ გაინძრევა და ეგრევე თავში!
ნოდარი ბიძია კი სულაც არ აპირებდა გამოღვიძებას, გემრიელად გადაბრუნდა და პირი გააწკლაპუნა.
_ აუ ჩემი... წამო, წამო, დროზე მოვრჩეთ, თორე იზმენებს ვიკიდებ უკვე.
_ აქ ნახე, რაღაც სურათები კიდია.
_ არ გვინდა.
_ იქნებ მაგარი მხატვრების დახატულია და კაი ფულს ავიღებთ.
_ არ გვინდა რა, დავიწვებით.
_ კაი, არ გვინდა, არ გვინდა...

ამ დროს რვა სართულიანი სახლის პირველ სადარბაზოს დემნა და ლექსო ტომარაძეები მოადგნენ. კისერზე ცხვირსახოცებით, ნერვიული ხმებით და გაცრეცილი ვენებით. კაი ხანია თვალი დაედგათ ამ ბინისთვის და ამ დღეს, როცა წესით სახლში არავინ უნდა ყოფილიყო, გამწარებულნი ელოდნენ, თუმცა რას იფიქრებდნენ, რომ არამარტო ისინი იყვნენ ტაბიძეების ოჯახის, იოლგასატეხ საკეტს მიღმა დატოვებული ქონების იმედზე. ეკემ და დუდექსამ კი უკვე კაი გვარიანად ძვირფასი აპარატურა მოაგროვეს შემოსასვლელში და ლოჯის დალაშქვრას შეუდგნენ, სადაც ეკეს ფული ეგულებოდა.
_ რამდენჯერაც ფული თხოვა ელენკამ მამამისს, ის სულ აქ შემოდის ხოლმე.
_ აბა სად შეიძლება იდოს?
_ მაგიდის უჯრებში ვნახოთ.
_ ვაითუ რამე სეიფში ქონდეს.
_ თან წავიღებთ.
_ გააჩნია რამხელაა.
_ ბიჭო უსმინე! რა ხმებია?!
_ არ მესმის.
_ უსმინე!
_ კარებზეა ვიღაცა?!

კარებზე არა და კარებთან კი მართლაც იყვნენ.
_ შიგნიდანაა ჩაკეტილი ეს ჩემისა თუ რა ჭირს?! _ შეიშმუშნა ლექსო ტომარაძე.
_ ვერ გააღებ?
_ დედას ვუტირებ. პროსტა ცოტა მეტი დრო დამჭირდება და მეტი ხმაური მომიწევს.
_ რაც შეიძლება ჩუმად იხმაურე!

ჩხაკუნმა ლოჯამდე მაინც მიაღწია...
_ დაგვენძრა! დავახვიეთ!
_ საიდან?
_ ფანჯრიდან.
_ მეორე სართულია შეჩემა.
_ აბა დაგვენძრა! ჩავძვრებით რა.
_ რიკულები? ბოქლომზეა.
_ მანდ იქნება სადმე გასაღები, ნახე.
_ მოანათე.
_ ვინ უნდა იყოს?
_ ხუივო ზნაეტ! მაგრა დავითარსეთ!
_ იმ ყუთში ნახე, რაღაცეები ყრია.
_ ჯერ ეს ნოდარია თუ ვიღაც ბიძია, ეხლა მთელი ოჯახი დაბრუნდა მგონი.
_ არსად არაა!
_ დაგვენძრა!
_ დავაი კარადაში.
_ რა კარადაში?
_ საძინებელში დიდი კარადებია და იქ დავიმალოთ.
_ ეგ როგორ? მერე რა ვქნათ?!
_ რამე უკეთესი აზრი გაქ?
_ მაშინ ფანარი ავანთოთ შიგნით, თორე სიბნელეზეც ძაან მაკანკალებს...

დემნამ ამაყად მოხურა საკეტ საბოლოოდ მონგრეული კარი და იქვე ხალიჩაზე დალაგებულ ტელევიზორებს, კომპუტერს და სხვა ნივთებს მიაშტერდა.
_ რა ხდება აქ?
_ ალბათ რემონტი აქვთ ან რამე.
_ წავიღოთ ესენი?
_ იასნა, მარა ჯერ ფული გავჩითოთ რა.

კარადაში კი ფანარს ელემენტები უჯდებოდა და ეკეს უფრო და უფრო იტანდა კანკალი.
_ შემოვიდნენ?
_ მგონი კი.
_ რამე გესმის?
_ ცოტა ლაპარაკი.
_ ქალია თუ კაცი?
_ მაიცა რა! გამოვლენ აქეთ და გავიგებთ!
_ რომელი ხარ მანდ? _ მოესმათ უცებ სასტუმრო ოთახიდან.
_ ნოდარი ბიძიამ გამოიღვიძა!
_ ჩვენ გვეუბნება?!
_ არა მგონია...

_ არ გაინძრე ბაბუ!
_ ბაბუ კი არა, რომელი ხარ-მეთქი?
_ ნუ მოძრაობ! _ დემნა ტომარაძემ იარაღი გადატენა.
_ ვინ ხართ კაცო? რა გინდათ?
_ სამ სიტყვაზე მეტს იტყვი კიდე და გესვრი! ლექს, მიდი რამე თოკი დაითრიე. შენ გამოდი აქეთ!
_ საით?
_ ერთი!

_ აუ ჩემი...
_ რა არი?
_ ხმაზე ვიცანი ტო, თან ლექსოო.
_ ვინ არიან?
_ ტომარაძეები! ჩემი ძმის ძმაკაცები!
_ სუბოზე რო ზიან?
_ ხო.
_ მერე აქ რა უნდათ?
_ ბედი არ გინდა?! ალბათ რაც ჩვენ...
_ ის ბიძა აქეთ მოყავთ?!

_ შედი საძინებელში!
_ ჰა თოკი.
_ აეგ სკამი მიადგი კარადასთან და შენ დაჯე!
_ მივაბათ?
_ ხო.
_ ვინ უნდა მიაბათ თქვე...
ლექსომ სწრაფად გამოკრა სასხლეტს, თუმცა ტყვიამ ნოდარი ბიძიას ჩაუქროლა და კარადა შეხვრიტა.

_ ააა, დამჭრეს! _ ეკე ჩაიკეცა, კარადის კარებს ფეხი მიარტყა და გარეთ გადმოვარდა.

დემნას მოულოდნელობისაგან იარაღი გაუვარდა, ნოდარი ბიძია კი გულწასული დაეცა იატაკზე.
_ ჭაღი აანთეთ! _ დუდექსა ეკეს მივარდა ჭრილობის შესამოწმებლად, _ ნუ გეშინია, ფეხია.
_ თქვენ ვინ ხართ, ე? _ ლექსომ შუქი აანთო და იარაღის ასაღებად დაიხარა.
_ ეკე ვარ! გოჩას ძმა!
_ პეტრიაშვილი?
_ ხო ეგაა! ქენით ეხლა რამე თორე იცლება სისხლისგან!
_ უხ შენი მიზანი მოვტყან!
_ ბინტი, სპირტი!
_ არ მოკვდე, ე.
_ აქ გაჩერება აპასნია, გავიდეთ რა.
_ აიყვანეთ ეს ხელში და წამო.
დუდექსამ მაისური გადაიძრო და ეკეს ფეხზე შემოახვია, ლექსომ და დემნამ კი ხელში აიყვანეს.
_ ჩქარა, ჩქარა!
უცებ სახლის გარშემო სირენები აწკრიალდნენ და ფარებანთებული საპატრულო მანქანებით გაივსო ეზო.
_ ვსო დაგვენძრა!
_ ვინმე მეზობელმა იბოზა ალბათ.
_ შუქი არ უნდა აგვენთო.
_ სროლის ხმას გაიგებდნენ!
_ ფანჯარასთან დადექით სახით და ხელები კეფაზე! _ მოისმა ქვემოდან.
_ დავითესეთ! _ ტომარაძეებმა ეკე იქვე მიაგდეს და სახურავისკენ მოკურცხლეს.
_ ნაბოზრებო! _ მიაძახა მარტოდდარჩენილმა დუდექსამ და ძმაკაცთან ჩაიმუხლა, _ რა ვქნათ?
_ გადაიხედე ფანჯრიდან და უთხარი რო დაჭრილი ვარ.
_ დაგვიჭერენ!
_ გააკეთე რა რასაც გეუბნები!
_ არ ისროლოთ! _ ექვსი მანქანა იდგა ქვემოთ და თხუთმეტამდე ზემოთ ამოშვერილი ლულა, _ აქ დაჭრილია!
_ სისხლისგან იცლება-თქო, _ უკარნახა ეკემ.
_ სისხლისგან იცლება!
_ არ გაინძრეთ! ვინ ხართ? _ უნდობლად იყვირეს ქვემოდან.
_ მეზობლები ვართ, სახლს ძარცვავდნენ და შემოვედით, _ წაიჩურჩულა კვლავ ეკემ.
დუდექსამ დამაჯერებლად გაუმეორა და მალე რამდენიმე პოლიციელი მეორე სართულისაკენ დაიძრა.
_ დანა და ნიღბები ძირს დაყარე!
_ რატო?
_ ვითომ იმათია! რამ გამოგაშტერა ტო...
_ საით გაიქცნენ? _ რადგან ვერაფერი უპოვეს და თან ეკეც ასეთ ცუდ დღეში იყო, მათზე აღარ უეჭვიათ, _ ფეხი ძალიან გტკივა?
_ ბევრი სისხლი დაკარგა.
_ ეხლა მალე სასწრაფო მოვა, _ პოლიციელმა რაცია ამოიღო, _ ერთი დაჭრილია და ერთი ხანში შესული კაცი გულწასული... 2 მანქანა...

_ აი პროსტა რა მაგარი ტიპები არიან, იმენა ვაბშე არაფრის არ ეშინიათო, _ ამბობდა მერე ელენკა და ეკეს წინადადებასაც დათანხდა, ფეხი რომ მომირჩება ვიბრატორის მაგივრობას გაგიწევო. გოჩა სულ გინებით დაშორდა ტომარაძეებს, ნოდარი ბიძიას კიდევ ბევრჯერ ეძინა სარკის ქვეშ ტახტზე, ელენკას მამამ კი, კარებზე ახალი საკეტი და სიგნალიზაცია დააყენა.


W I T H O U T S I G N A T U R E
 
ანათარიღი: ორშაბათი, 2009-11-02, 12:41 PM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 70
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
referat-70873.zip

W I T H O U T S I G N A T U R E
 
ფორუმი » Flame » ლიტერატურა » ძარცვა ქართულად (ნიკუშა ანთაძე)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2024