რენე დეკარტი (René Descartes); (დ. 31 მარტი, 1596, ლაე (ტურენი) ― გ. 11 თებერვალი, 1650, სტოკჰოლმი), ასევე ცნობილი როგორც კარტესიუსი — ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი. სოყოველთაოდ აღიარებული, როგორც თანამედროვე ფილოსფიის ფუძემდებელი და „თანამედროვე მათემატიკის მამა“. დეკარტმა შექმნა ... კითხვის გაგრძელება »
ევკლიდე ალექსანდრიელი (დაახ. ძვ.წ. 325–265) ელინიზმის ეპოქის მათემატიკოსი ალექსანდრიიდან, ეგვიპტე; ცხოვრობდა პტოლემეოს I-ის მეფობის ხანაში (ძვ.წ. 323-283). ხშირად მოიაზრება, როგორც "გეომეტრიის მამა". მისი ყველაზე მთავარი ნაშრომია "საწყისები", რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმძღვანელოდ ითვლება მათემატიკის ისტორიაში. ამ თხზულებაში მან შეაჯამა ძვ. ბერძნული მათემატიკის განვითარების ადრინდელ პერიოდში მიღებული შედეგები და საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის შემდგომ განვითარებას. ეს ნაშრომი შეიცავს პლანიმეტრიის, სტერეომეტრიის და რიცხვთა თეორიის მრავალ საკითხს. მასში გეომეტრიულ ფიგურათა თვისებები განსაზღვრულია ხუთი აქსიომით, რამაც საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის აქსიომატიზაციას. ევკლიდეს ეკუთვნის ნაშრომები პერსპექტივებზე, კონუსურ კვეთებზე, სფერულ გეომეტრიასა და შესაძლოა მეორე რიგის ზედაპირებზე. მისი დაბადების წლის ან ადგილის ან თუნდაც გარდაცვალების პირობების განსაზღვრა ვერ მოხერხდა.
ლეონარდ ეილერი ( 15 აპრილი, 1707, ბაზელი, შვეიცარია ― 18 სექტემბერი, 1783, პეტერბურგი, რუსეთი), შვეიცარიელი მათემატიკოსი, მექანიკოსი და ფიზიკოსი. განათლება მიიღო ბაზელის უნივერსიტეტში. 1727–1741 წლებში მუშაობდა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში. დაწერა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი "არითმეტიკის სახელმძღვანელო" (1738–1740), წარმატებით მუშაობდა რუსეთის რუკების შედგენაზე, მონაწილეობდა სხვადასხვა ტექნიკურ ექსპერტიზაში. პეტერბურგში ცხოვრების პირველ პერიოდში დასაბეჭდად მოამზადა 80 და გამოაქვეყნა 50–ზე მეტი ნაშრომი მათემატიკასა და მექანიკაში. 1741 წელს მუშაობა დაიწყო ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში მათემატიკის კლასის დირექტორისა და გამგეობის წევრის თანამდებობაზე. ეილერმა საფუძველი ჩაუყარა ტურბინების თეორიას, მნშივნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ოპტიკური ტექნიკის განვითარებაში, ისე მასალათა გამძლეობის მოძღვრებაში. სწავლობდა ქარის წისქვილების მოწყობილობას. 1766 წელს ეილერი ოჯახთან ერთად ხელმეორედ ჩავიდა პ
... კითხვის გაგრძელება »