ანდრეი კოლმოგოროვი (რუს. Андре́й Никола́евич Колмого́ров) (* 25 აპრილი, 1903, ტამბოვი ― † 20 ოქტომბერი, 1987, მოსკოვი) საბჭოთა მათემატიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვნად წინ წასწია ალბათობის თეორიისა და ტოპოლოგიის სფეროები. კარიერის ადრეულ წლებში მუშაობდა ინტუიციონისტურ ლოგიკაზე, და ფურიეს მწკრივებზე. შემდგომში ის ასევე მუშაობდა ტურბულენციაზე და კლასიკურ მექნიკაზე; ის გახლდათ ალგორითმული კომპლექსურობის თეორიის დამფუძნებელი.
კოლმოგოროვი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო. ის სწავლობდა ნიკოლაი ლუზინთან, მიიღო რა დოქტორის ხარისხი 1925 წელს, 1931 წელს კი უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. 1939 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ტიტული მიენიჭა.
|