ემპირიული ალბათობა წარმოადგენს დაკვირვებას, მოვლენის აღწერას, რომელიც განსხვავებით ფუნდამენტური კანონისაგან არ იძლევა მოვლენის ზედმიწევნით აღწერას, არამედ მხოლოდ საერთო სტატისტიკურ ინფორმაციას გარკვეული სტოჰასტიკური პროცესის მასშტაბით. შესაბამისად ალბათობა არ იძლევა საშუალებას გვქონდეს ზედმიწევნით სრული და უნიკალური აღწერა კონკრეტული პროცესისა (მათ შორის, დროში, შედეგების ზედმიწევნით წინასწარმეტყველებით), მაგრამ გვაძლევს აღწერას, რომელიც არის გარკვეული ინფორმაციის მატარებელი პროცესის თვისებებისა და არა ინდივიდუალური, არამედ განმეორებით ჩატარებული ცდების საერთო მოსალოდნელი შედეგისა, რაც კავშირიც ვლინდება ე.წ. ასიმტოტური ალბათობის თეორიის ფარგლებში (დიდ რიცხვთა კანონები, კონვერგენციის თეორიები).
ამორჩევის აქსიომა, ლოგიკური (მათემატიკური) ხასიათის დებულება გარკვეული ფუნქციის ან სიმრავლის არსებობის შესახებ, რომელსაც ფარულად, არაცნობიერად იყენებდნენ მნიშვნელოვან მათემატიკურ დებულებათა დასასაბუთებლად.
ამორჩევის აქსიომა არ არის აქსიომა იმ გაგებით, რომ იგი აშკარაა და მას დამტკიცება არ სჭირდება. იგი აქსიომად არის მიჩნეული, რადგან მისი ან მისი საწინააღმდეგოს დამტკცება შეუძლებელია. შესაბამისად
... კითხვის გაგრძელება »
ოთხი ფერის პრობლემა – ამ სახელწოდებით ცნობილია შემდეგი ამოცანა:
შესაძლებელია თუ არა სიბრტყეზე დახატული ნებისმიერი პოლიტიკური რუქა შეიღებოს მხოლოდ ოთხი ფერის გამოყენებით ისე, რომ არცერთი მოსაზღვრე ქვეყანა არ აღმოჩნდეს ერთი და ი
... კითხვის გაგრძელება »
რენე დეკარტი (René Descartes); (დ. 31 მარტი, 1596, ლაე (ტურენი) ― გ. 11 თებერვალი, 1650, სტოკჰოლმი), ასევე ცნობილი როგორც კარტესიუსი — ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი. სოყოველთაოდ აღიარებული, როგორც თანამედროვე ფილოსფიის ფუძემდებელი და „თანამედროვე მათემატიკის მამა“. დეკარტმა შექმნა ... კითხვის გაგრძელება »
ევკლიდე ალექსანდრიელი (დაახ. ძვ.წ. 325–265) ელინიზმის ეპოქის მათემატიკოსი ალექსანდრიიდან, ეგვიპტე; ცხოვრობდა პტოლემეოს I-ის მეფობის ხანაში (ძვ.წ. 323-283). ხშირად მოიაზრება, როგორც "გეომეტრიის მამა". მისი ყველაზე მთავარი ნაშრომია "საწყისები", რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმძღვანელოდ ითვლება მათემატიკის ისტორიაში. ამ თხზულებაში მან შეაჯამა ძვ. ბერძნული მათემატიკის განვითარების ადრინდელ პერიოდში მიღებული შედეგები და საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის შემდგომ განვითარებას. ეს ნაშრომი შეიცავს პლანიმეტრიის, სტერეომეტრიის და რიცხვთა თეორიის მრავალ საკითხს. მასში გეომეტრიულ ფიგურათა თვისებები განსაზღვრულია ხუთი აქსიომით, რამაც საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის აქსიომატიზაციას. ევკლიდეს ეკუთვნის ნაშრომები პერსპექტივებზე, კონუსურ კვეთებზე, სფერულ გეომეტრიასა და შესაძლოა მეორე რიგის ზედაპირებზე. მისი დაბადების წლის ან ადგილის ან თუნდაც გარდაცვალების პირობების განსაზღვრა ვერ მოხერხდა.
ლეონარდ ეილერი ( 15 აპრილი, 1707, ბაზელი, შვეიცარია ― 18 სექტემბერი, 1783, პეტერბურგი, რუსეთი), შვეიცარიელი მათემატიკოსი, მექანიკოსი და ფიზიკოსი. განათლება მიიღო ბაზელის უნივერსიტეტში. 1727–1741 წლებში მუშაობდა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში. დაწერა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი "არითმეტიკის სახელმძღვანელო" (1738–1740), წარმატებით მუშაობდა რუსეთის რუკების შედგენაზე, მონაწილეობდა სხვადასხვა ტექნიკურ ექსპერტიზაში. პეტერბურგში ცხოვრების პირველ პერიოდში დასაბეჭდად მოამზადა 80 და გამოაქვეყნა 50–ზე მეტი ნაშრომი მათემატიკასა და მექანიკაში. 1741 წელს მუშაობა დაიწყო ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში მათემატიკის კლასის დირექტორისა და გამგეობის წევრის თანამდებობაზე. ეილერმა საფუძველი ჩაუყარა ტურბინების თეორიას, მნშივნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ოპტიკური ტექნიკის განვითარებაში, ისე მასალათა გამძლეობის მოძღვრებაში. სწავლობდა ქარის წისქვილების მოწყობილობას. 1766 წელს ეილერი ოჯახთან ერთად ხელმეორედ ჩავიდა პ
... კითხვის გაგრძელება »
მათემატიკა არის მეცნიერება, რომელიც ეფუძნება აბსტრაგირებას, დედუქციურ მსჯელობას და სიმბოლურ ლოგიკას. ზოგჯერ მათემატიკას აღწერენ როგორც მეცნიერებას რიცხვების, გეომეტრიული ფიგურების და გარდაქმნების შესახებ. უფრო ფორმალური თვალთახედვით მათემატიკა სწავლობს აქსიომატურად განმარტებულ აბსტრაქტულ მათემატიკურ სტრუქტურებს.