დავიდ ჰილბერტი (დ. 23 იანვარი. 1862, კენიგსბერგი, კესიგსბერგის მახლობლად ― გ. 14 თებერვალი. 1943, გეტინგენი), გერმანელი მათემატიკოსი. 1884 დაამთავრა კენიგსბერგის უნივერსიტეტი. 1893—1895 ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1895-იდან 1943-მდე გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი. ჰილბერტის გამოკვლევებმა დიდი გავლენა იქონია მათემეტიკის მრავალ დარგზე. მისმა მოღვაწეობამ განაპირობა ის გარემოება, რომ XX საუკუნის დასაწყისში გეტინგენი იქცა მათემატიკური გამოკვლევათა მსოფლიო ცენტრად. ჰილბერტის სამეცნიერო ბიოგრაფია გამოკვეთილად იყოფა რამდენიმე პერიოდად, რომლებიც ეძღვნება მათემატიკის რომელიმე დარგს: ინვარიანტთა თეორიას (1885—1893), ალგებრულ რიცხვთა თეორიას (1893—1898), გეომეტრიის დაფუძნებას (1898—1902), ვარიაციული აღრიცხვისა და დიფერენციალური განტოლებათა საკითხებს (1900—1906), ინტეგრალური განტოლებათა თეორიას (1900—1910), უორინგის პრობლემას (1908—1909), მათემატიკის ფიზიკურ საფუძვლებს (1910—1922), მათემატიკურ დაფუძნებას (1922—1939). 1900 ჰილბერტმა პარიზში, II საერთაშორისო მათემატიკის კონგრესზე, წაიკითხა მოხსენება, რომელშიც ჩამოაყალიბა მათემატიკის 23 ძირითადი პრობლემა, ე. წ. ჰილბერტის პრობლემები. იყო მათემატიკური თეორიის თვალსაჩინოდ გადმოცემის დიდი ოსტატი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1934-იდან).
|