ხუთშაბათი, 2024-11-21, 7:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

www.geomath.do.am

Blog

მთავარი » 2008 » სექტემბერი » 30 » ალბათობის თეორია
ალბათობის თეორია
6:38 PM
ალბათობის თეორია არის მათემატიკის ნაწილი შემთხვევითი პროცესების და მათი მატემატიკური მოდელირების შესახებ.
 

ალბათობის თეორიის სტანდარტული ამოცანააა მოცემული შემთხვევითი პროცესის მომცველი ცდისთვის დაადგინოს რაიმე კონკრეტული "მოვლენის" მოხდენის ალბათობა. მოცემული ცდის პირობებში ყოველ A "მოვლენას", ხდომილებას (ე. ი. ცდის კონკრეტულ შესაძლო შედეგს) შეესაბამება გარკვეული რიცხვი P(A), 0-დან 1-მდე ინტერვალშიA ხდომილების ალბათობა (ე.ი. ცდის ამ შედეგით დასრულების ალბათობა). ისე რომ, თუ P(A) = 0, მაშინ ცდა A ხდომილებით არ დასრულდება; რაც მეტია ხდომილების ალბათობა მით მეტია ხდომილების მოხდენის შესაძლებლობა; ხოლო თუ P(A) = 1, მაშინ ცდის შედეგი აუცილებლად იქნება ხდომილება A.

მაგალითად, დავუშვათ ცდა მდგომარეობს კამათლის გაგორებაში. ეს ცდა შეიძლება დასრულდეს ექვსი განსხვავებული შედეგით – გაგორდეს "ერთიანი", "ორიანი", "სამიანი", "ოთხიანი", "ხუთიანი" ან "ექვსიანი", თითოეული მათგანი ამ ცდის ხდომილებაა და თუ კამათელი იდეალურია, თითოეულს მათგანის ალბათობა არის 1/6.

კამათლის გაგორების ამოცანაში ხდომილებების ალბათობები ფაქტიურად აპრიორი ცნობილია. არატრივიალურ შემთხვევებში ალბათობის თეორია განიხილავს ერთმანეთთან ამა თუ იმ წესით დაკავშირებული ხდომილებებს. მოცემული A და B ხდომილებების საშუალებით შეიძლება განიმარტოს ახალი ხდომილებები, გაერთიანება AB და თანაკვეთა AB. AB არის ხდომილება, რომელსაც ადგილი აქვს მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ ადგილი აქვს ან A ან B ხდომილებას. AB არის ხდომილება, რომელსაც ადგილი აქვს მაშინ და მხოლოდ მაშინ როდესაც A და B ხდომილებები ერთდროულად ხდებიან. სრულდება ტოლობა: AB = P(A) + P(B) - AB. ალბათობას იმისა, რომ "A მოხდება, თუ B მოხდა" ეწოდება A ხდომილების პირიბითი ალბათობა B–ს მიმართ. თუ A მოვლენის პირიბითი ალბათობა მოცემული B-თი იგივეა რაც A-ს (უპირობო) ალბათობა P(A), მაშინ A და B დამოუკიდებელი ხდომილებებია. დამოუკიდებელი ხდომილებებისთვის ადგილი აქვს ტოლობას:P( AB )= P(A)P(B).

თანამედროვე ალბათობის თეორია ემყარება აქსიომატურ სისტემებს. ამ გზით ხერხდება ალბათობის თეორიის ამოცანების ზუსტი მათემატიკური ფორმულირება და შესაძლებელი ხდება მათ გადასაჭრელად მძლავრი მათემატიკური აპარატის გამოყენება.
 
ისევე როგორც თანამედროვე მათემატიკის ყველა სხვა დარგი ალბათობის თეორიაც ყალიბდება სიმრავლეთა თეორიის ენაზე და ეფუძნება აქსიომებს. ალბათობის თეორიისადმი აქსიომატური მიდგომა პირველად შემოიტანა ანდრეი კოლმოგოროვმა 1930–იან წლებში. აქსიომატური ალბათობის თეორიისთვის პრინციპული ცნებაა ალბათობის სივრცე, აქსიომებს რომელსაც იგი აკმაყოფილებს ეწოდება კოლმოგოროვის აქსიომები.
 

ალბათობის სივრცე არის სამეული (Ω,Σ,P) სადაც:

Ω–ზე უნდა ვიფიქროთ როგორც გარკვეული შემთხვევითი პროცესის ყველა შესაძლო შედეგის ერთობლიობაზე. მის ელემენტებს ეწოდება ელემენტარული ხდომილებები. Σ–ის ელემენტებს ეწოდება ხდომილებები. თითოეული A ხდომილება Σ–დან შედგება გარკვეული ელემენტარული ხდომილებებისაგან. P ზომას ეწოდება ალბათობა, იგი ნებისმიერ A ხდომილებას Σ–დან უსაბამებს რიცხვს P(A)–ს [0, 1] ინტერვალში.

მაგალითად ორი კამათელის გაგორების შემთხვევაში ელემენტარული ხდომილება შეიძლება აღინიშნოს წყვილით (x,y), სადაც x და y შესაბამისად პირველ და მეორე კამათელზე მოსული რიცხვებია. ამ შემთხვევაში Ω შეიცავს 36 ელემენტარულ ხდომილებას. ხდომილება A – "ერთ კამათელზე მაინც მოვა ექვსიანი" მოიცავს 11 ელემენტატული ხდომილებას (1, 6), ..., (6, 6), (6, 5),..., (6, 1). ამრიგად ამ შემთხვევაში P(A) = 11 / 36.

თუ Ω თვლადი სიმრავლეა Σ როგორც წესი არის Ω–ს ყველა ქვესიმრავლის სიმრავლე. ზოგად შემთხვევაში Ω არათვლადი უსასრულო სიმრავლეა.

ალბათობის თეორიაში ცდის შედეგთან დაკავშირებულ რიცხვს შემთხვევითი სიდიდე ეწოდება. მაგალითად ორი კამათლის გაგორების მაგალითში ორივე კამათელზე მოსული რიცხვების ჯამი არის შემთხვევითი სიდიდე. ფორმალურად შემთხვევითი სიდიდე არის Ω–ზე განსაზღვრული ზომადი ფუნქცია. ალბათობის თეორიის ამოცანები უკავშირდება ამა თუ იმ შემთხვევით სიდიდის გამოკვლევას.


 
მაგალითი: ორი სატრიალებელი და მათი ალბათობის სივრცეები
 
 

დარგის წარმოშობა დაკავშირებულია 17–ე საუკუნეში გალილეო გალილეის, პიერ ფერმის და ბლეზ პასკალის შედეგებთან. შემდეგ განივითარდა მუავრის ლაპლასის პუასონის შრომებით. 19–ე საუკუნიდან აღსანიშნავია ჩებიშევის, ხინჩინის, კოლმოგოროვის, ფრეშეს, ბორელის, კრამერის და სხვათა წვლილი.

 
კატეგორია: არქივი | ნანახია: 2052 | დაამატა: ანა | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
დღიურის განყოფილებები
ჭადრაკი [2]
ცნობილი მატემატიკოსები [12]
ფორმულები [4]
თეორემები [2]
არქივი [11]
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ online: 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0
Copyright MyCorp © 2024